11 ნოემბერს დასრულდა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ფრენბურთში საჯარო სკოლების გოგონათა და ვაჟთა გუნდების მონაწილეობით. როგორც ვაჟთა, ისე გოგონათა გუნდებს შორის გამარჯვებული საჯიჯაოს თემის საჯარო სკოლა გახდა. გამარჯვებულებსა და პრიზიორებს გადაეცათ თასები და სიგელები.
სპორტული ღონისძიება განხორციელდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით.