11-13 ნოემბერს ბათუმში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში წარმატებით იასპარეზეს „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის ჭიდაობის წრის აღსაზრდელებმა - ნუგზარ წურწუმიამ და 29 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა. ხოლო ნიკა ყორშია და მამუკა ჯოჯუა მესამე ადგილზე გავიდნენ. ხობელი ჩემპიონი და პრიზიორები დაჯილდოვდნენ მედლებითა და სიგელებით.