საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2009 წლიდან გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველ წლიურად ატარებს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას ყველა საგანში.
ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 12 ნოემბერს დაიწყო და 27 ნოემბერს დასრულდება ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანია: ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, სასკოლო რეფორმის ხელშეწყობა, სასკოლო ცხოვრების სტიმულირება, საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გამოვლენა საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის.