ხობის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული სამუშაოები გრძელდება. გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. „შარა-გზამშენი პირველი“ შუა ხორგის თემში მდინარე ხობისწყლის მარცხენა სანაპიროზე ნაპირგამაგრების სამუშაოებს განახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 310000 (სამასათი ათასი) ლარი, ხოლო ქალაქ ხობში შპს „ეგრისი 11“-ს მიერ ჭყონდიდელის ქუჩის მიმდებარე არხის ამოწმენდის, მილხიდის მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდება, რომლის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 11479.5 ლარს.