ნუმერაციის ეროვნული სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან ქვეყნის ფიქსირებული ადგილობრივ და მობილურ სატელეფონო ქსელებში მოქმედი 0X(X) ფორმატის მოკლე ნომრები შეიცვალა 1XX(XXX) ფორმატის მოკლე ნომრებით.
რეფორმის პირველ ეტაპზე მიმდინარე წლის 15 ნოემბერს შეიცვალა ექსტრემალური (საგანგებო) სამსახურების ტელეფონების არსებული მოკლე სპეციალური ნომრები და ისინი შემდეგი სახის არიან:
სახანძრო - სამაშველო სამსახურის ტელეფონების ნომრები - 01 და 011, შეიცვალა ნომრით - 111;
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ტელეფონების ნომრები 03 და 033, შეიცვალა ნომრით - 113;
გაზის საავარიო სამსახურის ტელეფონის ნომერი - 04, შეიცვალა ნომრით -114;
საპატრულო პოლიციის ტელეფონის ნომერი - 022, შეიცვალა ნომრით - 122;
დაცვის პოლიციის ტელეფონის ნომერი - 025, შეიცვალანომრით - 125.
გარდამავალ ეტაპზე, მიმდინარე წლის15 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე უზრუნველყოფილი იქნება ძველი 0X(X) ფორმატის და ახალი 1XX(XXX) ფორმატის მოკლე ნომრების თანამოქმედება, ხოლო 30 ნოემბრიდან კი იმოქმედებენ მხოლოდ 1XX(XXX) ფორმატის მოკლე ნომრები.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია