23 ნოემბერს დასრულდა 2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ხობელი რეზერვისტის მიხეილ იოსავას სახელობის ტურნირი ბილიარდში მოყვარულთა შორის. უმცროს ასაკობრივ ჯგუფში გამარჯვებული თემურ სირაძე გახდა, ხოლო უფროსებში ჩემპიონის ტიტული კოკა ჩაჩიბაიამ მოიპოვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მამუკა ჭოხონელიძის მიერ დაწესებული მიხეილ იოსავას სახელობის საპატიო თასი ტურნირის უხუცეს მობილიარდეს გადაეცა. ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები გამგეობისა და „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ მიერ დაწესებული თასებით, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით ხობის მუნიციპალლიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გაწერელიამ დააჯილდოვა.