ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო აცხადებს ვაკანსიას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე.
დაინტერესებული პირის წერილობით განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) Curriculum Vitae (CV);
ბ) ფოტოსურათი, ზომით 3X4 (მატერიალური ფორმით და ელექტრონული ვერსიით);
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობა, დიპლომი (დედანი და ასლი);
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
ე) ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ცნობა;
ვ) სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;
ზ) სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
თ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
განცხადებები მიიღება 2011 წლის 7 დეკემბრის 18:00 საათამდე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შემდეგ მისამართზე: ქ. ხობი; ცოტნე დადიანის ქ. N189 (ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის მე-2 სართული. ოთახი N214). საკონტაქტო ტელეფონი: 8414222513; 8414222396