25 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტში სტარტი აიღო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის რაიონული ორგანიზაციის 2011 წლის თასის გათამაშებამ მაგიდის ჩოგბურთში. გათამაშებაში მონაწილეობას იღებენ ხობის მუნიციპალიტეტის თემების, სოფლებისა და ქალაქ ხობის გუნდები. ტურნირი ტარდება ოლიმპიური სისტემით და გამარჯვებულები გამოვლინდებიან ინდივიდუალურ და გუნდურ ჩათვლაში.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის რაიონული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება 2011 წლის დეკემბერში.