ხობის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის“ საპრეზიდენტო პროგრამით დაფინანსებული სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო.
საჯიჯაოს თემის სოფელ ზენში მოეწყობა წყლის ჭაბურღილი, ქვედაზენსა და ჯაპიშაქარში მოიხრეშება შიდა სასოფლო გზები, რომელსაც განახორციელებს შ.პ.ს. ,,შარაგზამშენ-პირველი". სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 9238.8 ლარს. ხოლო ახალი ხიბულის თემში შპს „ზუბი“ შეასრულებს ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 3534.76 ლარია.