პენიტენციური სისტემის რეფორმის ფარგლებში, მიმდინარე წლის 14 ნოემბერს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა, იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს ფოსტას შორის ურთიერთშეთანხმების მეომორანდუმი გაფორმდა. რომლის შემდეგაც დამატებითი სერვისი დაინერგა სასჯელაღსრულების სისტემაში: მსჯავრდებულის და ბრალდებულის ოჯახის წევრებს შესაძლებლობა აქვთ დაწესებულებებში გზავნილები საქართველოს ფოსტის მეშვეობით ნებისმიერი რეგიონიდან სპეციალურ, შეღავათიან ფასად გაგზავნონ. ახალი სერვისის ამოქმედების შედეგად, გამარტივდა ამანათის გაგზავნის პროცედურები, რაც ასევე ფინანსურ შეღავათს უწევს მსჯავრდებულის ოჯახის წევრებს.
ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ზემოაღნიშნული სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა საქართველოს ფოსტის ხობის ფილიალითაც შეეძლებათ.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებში: