საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლაში ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგთათვის მართავს ტრენინგს თემაზე „მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები“. ტრენინგის მიზანია, პედაგოგებს დაეხმაროს სწავლა-სწავლების პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ნებისმიერ საგნობრივ ჯგუფში ეფექტურად გამოყენებაში, ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვასა და ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მოძიებაში.
ტრენინგის მონაწილე ყველა პედაგოგი უზრუნველყოფილია სახელმძღვანელოთი და აუდიო მასალით.