ყაზახეთის ქალაქ ალმა-ათაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მკლავჭიდში სადაც 49 ქვეყნის სპორტსმენი მონაწილეობდა, წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრების წევრმა ხობელმა გენადი კვიკვინიამ და მემარცხენეებს შორის 110 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ხობელ ფალავანს ამ დიდ წარმატებას და უსურვებს წამატებებს.