ხობის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული სამუშაოები გრძელდება. გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარაგზამშენ-პირველი“ საჯიჯაოს თემის სოფელ ჯაპიშაქარში განახორციელებს 1.9 კმ ორმული გზის შეკეთების, ხოლო სოფელ გაღმა საჯიჯაოში მდინარე ზანაძგაზე არსებული ხიდის გამაგრების სამუშაოებს. ასევე, შპს „მშენტექსერვისი“ ქალაქ ხობში ადმინისტრაციული (ყოფილი რაპო) შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საკანალაზიციო სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს შეასრულებს. აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 17371.98 ლარი.