9 დეკემბერს გამართულ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ჭოხონელიძემ საკრებულოს წევრებს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე გოგა ღურწკაიას კანდიდატურა წარუდგინა. საკრებულოს წევრთა ერთსულოვანი თანხმობით, საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის N291 ბრძანებით ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე გოგა ღურწკაია დაინიშნა.