9 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა. სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ჭოხონელიძე. სხდომას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ადგილობრივი პრესისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი იყო 5 საკითხი:
1. განკარგულების პროექტი „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ შექმნისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 31 ივლისის N52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ (მომხსენებელი: მ. სილოგავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე); 2. განკარგულების პროექტი „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ შექმნისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ (მომხსენებელი: მ. სილოგავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე); 3. განკარგულების პროექტი (მომხსენებელი: მ. სილოგავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე); 4. განკარგულების პროექტი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ შექმნისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ (მომხსენებელი: მ. სილოგავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე); 5. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნაზე საკრებულოს თავმჯდომარისთვის თანხმობის მიცემაზე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის წინადადების განხილვა (მომხსენებელი: მ. ჭოხონელიძე - საკრებულოს თავმჯდომარე; თანამომხსენებელი: მ. სილოგავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე).
„ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრს“ დაემატა ახალი სტრუქტურული ერთეული- კრივის სკოლა, დაფუძნდა „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთი“ და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „ხობის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“.
საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ჭოხონელიძემ საკრებულოს წევრებს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე გოგა ღურწკაიას კანდიდატურა წარუდგინა. საკრებულოს წევრთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარეს მიეცა თანხმობა გოგა ღურწკაიას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.
განსახილველი პროექტების დამტკიცების შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.