ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გაფორმდა ხელშეკრულება სათემო პროექტების განხორციელების თაობაზე. ადამიანური უსაფრთხოებისა და სოციალური ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის თემში მიმდინარეობს საბავშვო ბაღის და სოფელ საგვიჩიოში წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები. რომლებიც ხორციელდება ხობის მუნიციპალიტეტისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანადაფინანსებით.