ხობის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის“ საპრეზიდენტო პროგრამით დაფინანსებული სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
პროგრამის ფარგლებში გურიფულის თემში კეთილმოეწყო ხელოვნურსაფრიანი მინისტადიონი, ნოჯიხევის თემში მოიხრეშა შიდა სასოფლო გზები და განხორციელდა მილხიდის რეაბილიტაცია, ხოლო ზემო ქვალონსა და ქარიატაში მოიხრეშა გზები.