ხობის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის“ საპრეზიდენტო პროგრამით დაფინანსებული სამუშაოების მეორე ეტაპი გრძელდება.
პროგრამის ფარგლებში შუა ხორგის თემში რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალსადენს, ქვემო ქვალონის თემში დამონტაჟდა წყლის ტუმბო, ასევე განხორციელდა სოფელ ყულევის კლუბისა და შუა ხორგის თემის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის სარემონტო სამუშაოები.