ხობის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის“ საპრეზიდენტო პროგრამით დაფინანსებული სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში ხამისკურის თემში განხორციელდა წყალსადენის რეაბილიტაცია, ძველ ხიბულაში შეკეთდა ხიდი, ასევე კეთილმოეწყო პირველი მაისში ეკლესიასთან მისასვლელი კიბე. აღნიშნული სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს 8401.3 ლარს.