ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, კულტურისა და განათლების ცენტრების ორგანიზებით 26 დეკემბრიდან გაიმართება შემდეგი სადღესასწაულო ღონისძიებები:
26-27 დეკემბერს - საბავშვო სპექტაკლი - „საახალწლო კარნავალი ტყეში“ (ზუგდიდის შ. დადიანის სახელობის დრამატული თეატრი. რეჟისორი: გ. ფოჩხუა). დასაწყისი 14 სთ-ზე (კულტურის სასახლის დიდი დარბაზი);
29 დეკემბერს - საახალწლო მიუზიკლი „ჯადოსნური ნემსი“ (განათლების ცენტრის სამუსიკო სკოლა). დასაწყისი 16 სთ-ზე (კულტურის სასახლის ღია სცენა);
31 დეკემბერს - საახალწლო შოუ-კონცერტი. დასაწყისი 20 სთ-ზე (კულტურის სასახლის ღია სცენა);
5 იანვარს - „საახალწლო იკებანა“. დასაწყისი 17 სთ-ზე (კულტურის სასახლის დიდი დარბაზი).