26 დეკემბერს საახალწლო ღონისძიებათა პროგრამის ფარგლებში ქალაქ ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის დასმა წარმოადგინა საბავშვო სპექტაკლი - „საახალწლო კარნავალი ტყეში“. ღონისძიებას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების აღსაზრდელები და საჯარო სკოლის მოსწავლეები.