27 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა. სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძე. სხდომას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გ. ღურწკაია, გამგეობის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ადგილობრივი პრესისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი იყო 7 საკითხი:
1. დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: მ. ჭოხონელიძე - საკრებულოს თავმჯდომარე ,თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი); 2. დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეეტის ტერიტორიაზე ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 მარტის N118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე); 3. დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულს 2011 წლის 25 თებერვლის N26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: მ. ჭოხონელიძე - საკრებულოს თავმჯდომარე); 4. დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის N31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: მ. ჭოხონელიძე - საკრებულოს თავმჯდომარე); 5. დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 იანვრის N51 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: მ. ჭოხონელიძე - საკრებულოს თავმჯდომარე, თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი); 6. განკარგულების პროექტი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის“ შექმნისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ (მომხსენებელი: დ. გერგაია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე); 7. დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ (მომხსენებელი: მ. ჭოხონელიძე - საკრებულოს თავმჯდომარე, თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი).
დაფუძნდა „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა“. დამტკიცდა ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, რომელიც განისაზღვრა 6586.0 ათასი ლარით. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითად პრიორიტეტებად განისაზღვრა სოციალური სფერო, ჯანდაცვის პროგრამები და ინფრასტრუქტურული პროექტები.
განსახილველი პროექტების დამტკიცების შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.