თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ თეიმურაზ ლომაიას მემორიალურ ტურნირზე ჭადრაკში წარმატებით იასპარეზა „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის ჭადრაკის წრის აღსაზრდელმა დიანა ლომაიამ (მწვრთნელი: ი.გეთია) და 8 წლამდე გოგონათა შორის ჩემპიონის ტიტულს ერთი ტურით ადრე დაეუფლა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ნორჩ ხობელ მოჭადრაკეს ულოცავს გამარჯვებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.