ხობის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება. გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა-გზამშენი პირველი“, საქართველოს მთავრობის მიერ ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გამოყოფილი სახსრებით, შუა ხორგის თემში მდინარე ხობისწყლის მარცხენა სანაპიროზე ნაპირგამაგრების სამუშაოებს ახორციელებს, რომლის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 310.000 ლარს. ბოლო წლებში შუა ხორგის თემში მდინარე ხობის წყლის ადიდების შედეგად იტბორებოდა საკარმიდამო ნაკვეთები, სახნავ-სათესი ფართობები, საავტომობილო გზა. ნაპირგამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნული პრობლემა მოგვარდება.
შპს „ენგური“ ქალაქ ხობში გურამიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს, რისთვისაც გამოყოფილია 49900 ლარი.