ხობის მუნიციპალიტეტში საერო სკოლა „არეაში“ ფუნქციონირება დაიწყო მანდატურის ინსტიტუტმა.
მანდატურის ინსტიტუტის შემოღება უსაფრთხო სკოლის ერთ-ერთი კონპონენტია. მას სკოლაში კონფლიქტების, დანაშაულის პრევენცია და ბავშვებისთვის ყველა სახის დახმარების გაწევა ევალება.
მანდატური ვალდებულია კონფლიქტური სიტუაცია შეაფასოს და ცალკეულ შემთხვევაში, დირექტორს რეაგირება მოსთხოვოს. სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში, ვალდებულია საქმის კურსში მშობელი ჩააყენოს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაც აცნობოს. უკიდურეს შემთხვევაში მანდატურს უფლება აქვს პატრული გამოიძახოს.
ამ ინიციატივის მიზანია სწავლის პერიოდში მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.