საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის ბრძანების საფუძველზე, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 2012 წლის 9 თებერვლიდან შეჩერდება და 2012 წლის 13 თებერვალს განახლდება, ხოლო 2012 წლის 8 თებერვალს გაცდენილი საათები მოსწავლეებს საპატიოდ ჩაეთვლებათ. გაცდენილი დღეებისა და საათების ანაზღაურება შაბათის ხარჯზე მოხდება.
ამინდის მკვეთრად გაუარესებისა და დიდთოვლობის გამო სასწავლო პროსესი 9 თებერვლიდან ასევე შეჩერდება ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო, სამუსიკო, კრივის, კომპიუტერულ სკოლებსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში.