დასრულდა 2008 წლის 8 აგვისტოს მოვლენებისას გმირულად დაღუპული დათა ხურცილავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინიფეხბურთში მუნიციპალიტეტის გუნდებს შორის, რომელიც ორგანიზებული იყო ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ. ტურნირში გამარჯვება მოიპოვა ქ. ხობის ჭავჭავაძის ქუჩის გუნდმა და გარდამავალ თასსაც დაეუფლა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მიერ დაწესებულ ნომინაციაში - „ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი“ გამარჯვებულად დასახელდა ხეთელი ხვიჩა ბუკია, რომელსაც გადაეცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის რაიონული ორგანიზაციის პრიზი და, მასთან ერთად, მისალოცი ბარათი:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის რაიონული ორგანიზაცია მადლობას გიხდით 2008 წლის 8 აგვისტოს მოვლენებისას გმირულად დაღუპული ხობელი ვაჟკაცის - დათა ხურცილავას ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესებულ და უკვე ტრადიციად ქცეულ ტურნირში მინიფეხბურთში მონაწილეობისათვის, რადგანაც დიდი პატივია და თითოეული ხობელის ვალდებულება - უკვდავყოთ სამშობლოსათვის თავგანწირული ჩვენი თანამოქალაქეების სახელები.
გილოცავთ თავისი შინაარსით ამ უმნიშვნელოვანეს ტურნირში მიღწეულ წარმატებას.
გამარჯვებით გევლოთ ცხოვრების გზაზე“