ა(ა)ი პირის -„ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ინფორმაციით, 24 თებერვალს ხობის საჯარო ბიბლიოთეკაში „შიდსთან, ტუპერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის“ ორგანიზებით მოეწყო ერთდღიანი ტრენინგი შიდსის ეპიდემიოლოგიის, იმუნოპათოგენეზის, კლინიკის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის და პროფილაქტიკის თანამედროვე პრინციპებისა და მეთოდების შესახებ.
ტრენინგს ეწრებოდა მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის, რაიონული საავადმყოფოს და ჯანდაცვის პირველადი რგოლების 25 სამედიცინო პერსონალი. ტრენინგის დასრულების შემდეგ თითოეულ მათგანს გადაეცა შესაბამისი სერთიფიკატი.