საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებსXX-XXI საუკუნეებში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებასთან დაკავშირებით, „ოკუპაციის კვირეულის“ ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში გაიმართა სხვადასხვა თემატური კონკურსები, მოეწყო ლექცია-სემინარები.
„კვირეული“ მიზნად ისახავდა, მოსწავლეებს სრული და სწორი ინფორმაცია მიეღოთ რუსულ აგრესიაზე და გაეთვისებინათ ის ტკივილი, რასაც ოკუპაცია ჰქვია.