2 მარტს ხობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მე-17 ტურის მატჩი გაიმართა, სადაც პირველი ლიგის გუნდები - ხობის „კოლხეთი“ და თბილისის „ლოკომოტივი“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შეხვედრა მასპინძლის - ხობის „კოლხეთის“ გამარჯვებით, ანგარიშით - 2:0, დასრულდა. მოწინააღმდეგის კარში ორივე გოლი, მათ შორის - ერთი პენალტი, ოთარ ფიფიამ გაიტანა.