საფეხბურთო კლუბ „კოლხეთმა“ დაასრულა 10-დღიანი მოსამზადებელი შეკრება ქ. ქობულეთში, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიხარჯა 5672 ლარი. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ფეხბურთელთათვის 5000 ლარად 23 წყვილი ბუცი იქნა შეძენილი და მარტის დასაწყისიდან, ასევე, მოგვარდა ფეხბურთელთა კვების საკითხიც.
ამჟამად ს.ფ.ფ-ის ახალი ცხრილის მიხედვით გუნდი 6 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება.
უახლოეს გასვლით თამაშს „კოლხეთი“ 19 მარტს წალენჯიხაში გამართავს.