21 მარტს ქალაქ ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში შედგა პრემიერა ქ. ხობის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ გადაღებული სამოყვარულო მხატვრული ფილმისა - „ფეხშიშველა ზუსტად 15“. ფილმში ნაჩვენები იყო თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემის - ნარკომანიის უარყოფითი მხარეები და მისი გავლენა ადამიანის ფსიქო-ფიზიკურ მდგომარეობაზე. პროექტი განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაცია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.