27 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა. სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძე. სხდომას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გ. ღურწკაია, მუნიციპალიტეტის გამგეობის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ადგილობრივი პრესისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი იყო 14 საკითხი:
1. დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის N56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: მ. ჭოხონელიძე-საკრებულოს თავმჯდომარე; თანამომხსენებელი დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი); 2. დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“ (მომხსენებელი: მ. ჭოხონელიძე-საკრებულოს თავმჯდომარე; თანამომხსენებელი ა. ვარდია-გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი); 3. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 იანვრის N2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: მ. ჭოხონელიძე-საკრებულოს თავმჯდომარე; თანამომხსენებელი დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი); 4. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ქონების ჩამოწერაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ (მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე); 5. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ (მომხსენებელი: ა. ვარდია-გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი); 6. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საშტატო ნუსხისა და სახელფასო სარგოს შეთანხმების თაობაზე“ (მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე); 7. განკარგულების პროექტი „შპს „ხობი დასუფთავება და განათება“-ს დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ" ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 28 თებერვლის N88 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: მ. ბოკუჩავა-გამგებლის მოადგილე); 8. ანგარიშის მოსმენა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2011 წელს გაწეული მუშაობის შესახებ (მომხსენებელი: მ. ბოკუჩავა-გამგებლის მოადგილე); 9. ანგარიშის მოსმენა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ მიერ 2011 წელს გაწეული მუშაობის შესახებ (მომხსენებელი: მ. წულეისკირი-გაერთიანების დირექტორი); 10. ანგარიშის მოსმენა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ მიერ 2011 წელს გაწეული მუშაობის შესახებ (მომხსენებელი: ხ. ხორავა-ცენტრის დირექტორი); 11. ანგარიშის მოსმენა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ მიერ 2011 წელს გაწეული მუშაობის შესახებ (მომხსენებელი: ბ. ნადარაია-ცენტრის დირექტორი); 12. ანგარიშის მოსმენა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ მიერ 2011 წელს გაწეული მუშაობის შესახებ (მომხსენებელი: შ. საბახტარაშვილი-ცენტრის დირექტორი); 13. ანგარიშის მოსმენა შპს „ხობის მოამბეს“ მიერ მიერ 2011 წელს გაწეული მუშაობის შესახებ (მომხსენებელი: მ. ლაგვილავა-შპს „ხობის მოამბეს“ დირექტორი); 14. ანგარიშის მოსმენა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრის“ მიერ 2011 წელს გაწეული მუშაობის შესახებ (მომხსენებელი: ნ. თათარიშვილი-ცენტრის დირექტორი).
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებიდან საკრებულომ მხოლოდ ა(ა)იპ-ის „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ მიერ 2011 წელს გაწეული მუშაობა შეაფასა დადებითად , სხვა დანარჩენებისა კი - დამაკმაყოფილებლად. სხდომის დასასრულს მ. ჭოხონელიძემ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უახლოეს პერიოდში ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში საკრებულოს თავმჯდომარე საზოგადოების წინაშე წარსდგება ვრცელი ანგარიშით საკრებულოს მიერ 2011 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
წარმოდგენილი საკითხების განხილვისა და შესაბამისი შეფასებების შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.