30 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ინტელექტუალური კონკურსი ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გუნდების მონაწილეობით.
ინეტექტუალურ კონკურსში პირველ (V-VIII კლასი) და მეორე (IX-XII კლასი) ასაკობრივ ჯგუფში გამარჯვებული გახდნენ ხობის N2 და პირველი მაისის საჯარო სკოლების გუნდები.