31 მარტს ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის სასპორტო დარბაზში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სპორტული და გასართობი თამაშების ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს პირველი ლედის - სანდრა რულოვსის ჯანსაღი ცხოვრების წესის პროექტის – Don’t Worry, Be Healthy–ს ფარგლებში სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს მხარდაჭერით გაიმართა სატელევიზიო-სპორტული შეჯიბრი „გუნდი“. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გუნდები, რომელთა შორის გამარჯვებულმა ქ. ხობის N1 საჯარო სკოლის გუნდმა ფინალურ თამაშებში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ხობის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 10 ათასი ლარი.