2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამომრჩეველთა სიების დაზუსტების მიზნით შექმნილი ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურმა წარმომადგენლობამ 30 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით ხობის მუნიციპალიტეტში რეგისტრატორებისათვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე - „კარდაკარი“. „კარდაკარი“ არის თითოეული ოჯახის კარდაკარ შემოვლისა და ამომრჩეველთან უშუალო კონტაქტის გზით ამომრჩეველთა სიის დაზუსტების ერთ-ერთი მეთოდი. კომისია დაკომპლექტებულია ხელისუფლების, ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპით.
ტრენინგი მიზნად ისახავდა ხობის მუნიციპალიტეტის 92 რეგისტრატორისათვის პროგრამის - „კარდაკარი“ მუშაობისათვის აუცილებელი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას.