ქალაქ ფოთში გამართულ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის ზურაბ სარსანიას სახელობის ტურნირზე კრივში, რომელშიც საქართველოს ქალაქებიდან და რეგიონებიდან 140 სპორტსმენი მონაწილეობდა, წარმატებით იასპარეზეს „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ კრივის სკოლის აღსაზრდელებმა - რომეო კონჯარიამ (46 კილოგრამ წონითი კატეგორია) და მათე კონჯარიამ (54 კილოგრამ წონითი კატეგორია) და პირველ საპრიზო ადგილს დაეუფლნენ.