საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, აშშ-ის საელჩოს, სპორტული და გასართობი თამაშების ასოციაციის, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ისა და FOX KIDS-ისა და JETIX KIDS CUP-ის ორგანიზატორების მიერ ქალაქ ხობში გაიმართა „რუსთავი 2“-ის საბავშვო თასის გათამაშება მინიფეხბურთში 13 წლამდე ასაკის გოგონებსა და ვაჟებს შორის. ვაჟთა შორის გამარჯვებული გახდა ნოჯიხევის საჯარო სკოლის გუნდი, ხოლო გოგონათა შორის პირველ ადგილს დაეუფლა ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლა. გამარჯვებულმა გუნდებმა მოიპოვეს უფლება, მონაწილეობა მიიღონ ქ. თბილისში „რუსთავი 2“-ის საბავშვო თასის ფინალურ გათამაშებაში.