ეროვნული სულისკვეთებით გამსჭვალული და პატრიოტული მოტივაციით გაერთიანებული საქართველოს ყველა მოქალაქე 1989 წლის 9 აპრილს წინ აღუდგა რუსეთის იმპერიის სურვილს - ძირშივე მოესპო ქართველი ერის თვითმყოფადობის გამოვლინება. ახალგაზრდებმა, საკუთარი სიცოცხლისა და სისხლის ფასად, შეძლეს დაეხსნათ თავიანთი სამშობლო იმპერიის კლანჭებისგან და მიეღწიათ ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. 1989 წლის აპრილში აქციების დროს დაღუპული მოქალაქეების ხსოვნისათვის პატივის მისაგებად ქალაქ ხობში, 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, რომლებმაც ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი.