ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის ლოცვა-კურთხევითა და ქალაქ ხობის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ კირიონის უშუალო ხელმძღვანელობით ქალაქ ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის მონაწილეობით. ახალგაზრდა მომღერლებმა ქართული საგალობლებისა და მრავალხმიანი ხალხური სიმღერების საუკეთესო ნიმუშები შეასრულეს.