საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ბაღში, 21 აპრილს გამართულ ქართული ყველის ფესტივალზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დ. ბაქრაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ზ. გოროზია ესწრებოდნენ, მონაწილეობა მიიღო ხობის მუნიციპალიტეტმაც. ღონისძიებაზე ხობის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა აჩვენეს მეგრული ყველის დამზადების განსხვავებული ტექნოლოგია, წარმოადგინეს ყველის ძველი, თითქმის მივიწყებული ნაირსახეობა და დამთვალიერებელს ორიგინალური ფიგურების სახით, განსხვავებული დეკორაციით წარუდგინეს.
ფესტივალი მიზნად ისახავს ყველის წარმოების უძველესი ქართული ტრადიციების პოპულარიზაციას, ქართული ყველის მრავალსახეობის წარმოჩენას, საზოგადოებისათვის მათს გაცნობას, ამ ბიზნესით მეწარმეთა დაინტერესებას და მათთვის ხელშეწყობას.