ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ინფორმაციით, პროფილაქტიკური აცრები მუნიციპალიტეტში ეროვნული კალენდრის შესაბამისად მიმდინარეობს. ასაცრელი მასალებით უზრუნველყოფილია ყველა საექიმო უბანი. აცრების ჩატარებაზე მონიტორინგი ჩაუტარდათ შუა ქვალონის, ქვემო ქვალონის, თორსა-დღვაბის, ხამისქურის საექიმო ამბულატორიებს და დევნილთა პოლიკლინიკას.
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე მონიტორინგი ჩატარდა ხამისკურისა და ნოჯიხევის საჯარო სკოლებსა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში. ადგილზევე მოეწყო საუბრები გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების პროფილაქტიკის, პირადი ჰიგიენის დაცვის შესახებ. დამსწრეთ გადაეცათ ბუკლეტები და თვალსაჩინოების სურათები გრიპის, ფიზიკური აქტივობის და სისუფთავის დაცვის შესახებ.