ზუგდიდში გამართულ საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ედუარდ კვიციანის სახელობის ღია ტურნირზე ჭიდაობა სამბოში 1996-1997 და 1998-1999 წლებში დაბადებულ ჭაბუკ სამბისტთა შორის წარმატებით იასპარეზეს ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრთან“ არსებული სასპორტო სკოლის აღსაზრდელებმა და ერთი ოქროს (კახა ჯაჯავა -მძიმე წონა), ოთხი ვერცხლის (კახა ჯანჯღავა - მძიმე წონა; დავით საჯაია - 46 კგ. წონითი კატეგორია; თემურ მიქაბერიძე- 50 კგ. წონითი კატეგორია; აკაკი კვირკველია -70 კგ. წონითი კატეგორია) და ერთი ბრინჯაოს (გიორგი ზარანდია - 29 კგ. წონითი კატეგორია) მედლები მოიპოვეს.