ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, პირველი აპრილიდან ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამოქმედდა ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში „ჯანდაცვის ცენტრი“, ხობის მუნიციპალიტეტის რაიონული საავადმყოფოს ტუბკაბინეტთან ერთად, ჩაატარებს ტუბერკულოზის (მ.გ.ბ+ - დადებითი) თითოეული შემთხვევის და კონტაქტების ეპიდემიოლოგიურ კვლევას, ასევე, ორჯერად ტესტირებას ადგილზე მისვლით.
პირველი აპრილიდან ხორციელდება მალარიის საწინააღმდეგო ღონისძიებებიც. ამჟამად მიმდინარეობს წყალსატევების აღრიცხვა და პასპორტიზაცია.