გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხთა ორგანიზაციის - "იუნესკოს" გადაწყვეტილებით, 1991წლიდან 3 მაისს მსოფლიო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
საქართველოში კონსტიტუციითაა გარანტირებული ყველა ადამიანის უფლება, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, თავისი მოსაზრება როგორც ზეპირი, წერილობითი და სხვა ფორმით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია და მათზე ცენზურა დაუშვებელია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასმედიის როლი ქვეყნის სოციალ-ეკონომიკიურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში და, შესაბამისად, უდიდესი პასუხიმგებლობა ეკისრება ჟურნალისტს, რომლის მთავარი პრინციპი უნდა იყოს მიუკერძოებლობა, ოპერატიულობა და ფაქტების, მოვლენების ობიექტურად ასახვა-შეფასება.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტში მოღვაწე პრესის ყველა მუშაკს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს და წარმატებებს უსურვებს თავიანთ საქმიანობაში.