3 მაისს ქალაქ ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა მორიგი კალენდარული მატჩი საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის გუნდებს შორის. ხობის ,,კოლხეთმა” ახალციხის "მესხეთს“ უმასპინძლა. შეხვედრა დასრულდა მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0. ამ გამარჯვებით ,,კოლხეთმა” სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზე გადაინაცვლა.