5-6 მაისს ქალაქ თბილისში გამართულ საქართველოს ღია პირველობაზე მძლეოსნობაში წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრების წევრმა, „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის აღსაზრდელმა გრიგოლ ახალაიამ და 50 მეტრზე რბენასა და ამანათრბენში პირველ ადგილი დაიკავა. დაბა ჯვარში გამართულ რეგიონალურ ტურნირზე მძლეოსნობაში ასევე წარმატებით იასპარეზეს „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის ნორჩმა მძეოსნებმა და ერთი პირველი (მ. ჩხენკელი-შუბის ტყორცნა), ოთხი მეორე (ჯ. ბუკია- 800 მ. და 150 მ. რბენა; მ. ჩხენკელი - 100 მ. და 200 მ. რბენა; ზ. ბაგრატია - სიგრძეზე ხტომა; გ. კორტავა - შუბის ტყორცნა) და ერთი მესამე ადგილი (გ. კორტავა - ბადროს ტყორცნა) დაიკავეს. ამასთან, ამანათრბენში ხობელ გოგონათა და ჭაბუკ მძლეოსანთა გუნდებმა გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს.