ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ჭოხონელიძემ „განათლების ცენტრის“ ჭადრაკის ჯგუფის აღსაზრდელი დიანა ლომაია ჭადრაკში მრავალგზის მიღწეული წარმატებისა და მსოფლიო პირველობის საგზურის მოპოვებისათვის „საპატიო სიგელით“ დააჯილდოვა და ფასიანი საჩუქრები გადასცა. ხობის მუნიციპალიტეტში ჭადრაკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და არაერთი წარმატებული მოჭადრაკის აღზრდისათვის საკრებულოს თავმჯდომარემ „საპატიო სიგელით“ დააჯილდოვა და ფასიანი საჩუქრები გადასცა ჭადრაკის ჯგუფის პედაგოგს ირაკლი გეთიას. „როგორც ხობის მკვიდრი, ბედნიერი ვარ რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში აღიზრდება ისეთი წარმატებული ბავშვი როგორიც დიანაა. საქართველოში პირველი, მინდა, მსოფლიოშიც პირველი მოჭადრაკე გახდეს თავის ასაკობრივ ჯგუფში. ამ წარმატების მიღწევაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის მის პედაგოგს, ბატონ ირაკლი გეთიას. მადლობა მას ამ საოცარი შედეგებისათვის. მინდა, პედაგოგს და მის აღსაზრდელს ვუსურვო ზურგის ქარი, წინსვლა და მორიგი წარმატებები“ - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
ი. გეთიამ მადლობა გადაუხადა მ. ჭოხონელიძეს მუდმივი თანადგომისა და მხარდაჭერისათვის.