25 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა. სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძე. სხდომას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების, სურსათის უვნებლობის სამსახურის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი პრესისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი იყო 9 საკითხი:
1. დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: მ. ჭოხონელიძე-საკრებულოს თავმჯდომარე; თანამომხსენებელი დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი); 2. დადგენილების პროექტი „მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმის, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის აქტის ფორმისა და სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ (მომხსენებელი: ა. ვარდია - გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი); 3. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 იანვრის N2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: მ. ჭოხონელიძე-საკრებულოს თავმჯდომარე; თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი); 4. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინაასაარჩევნო კამპანიის ჩატარების ღონისძიებათა შესახებ“ (მომხსენებელი: მ. სილოგავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე); 5. განკარგულების პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ“ (მომხსენებელი:ბ. ჯიქია-საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე); 6. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ (მომხსენებელი: ა. ვარდია-გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი); 7. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების შესახებ“ (მომხსენებელი: ა. ვარდია - გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი); 8. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ (მომხსენებელი: მ. სილოგავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ); 9. ინფორმაციის მოსმენა ახალი ხიბულისა და ხეთის თემების ტერიტორიაზე ცოფის საწინააღმდეგოდ გატარებული ღონისძიებების შედეგების შესახებ (მომხსენებელი: შ. კანკია-გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსი; შ. საბახტარაშვილი - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორი).
წარმოდგენილი საკითხების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.