დღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძე, „მოქალაქეთა მიღების საათის“ ფორმატში ახალი ხიბულის, საჯიჯაოს, ბიის თემებისა და სოფელ ძველი ხიბულის მოსახლეობას შეხვდა. მ. ჭოხონელიძე ოჯახში ესტუმრა ახალ ხიბულაში მცხოვრებ, II ჯგუფის ინვალიდს, პენსიონერს ლიანა ლომაიას. რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს. საკრებულოს თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო ლ. ლომაიას სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალური თანადგომა აღუთქვა.